111
გარანტია
გმადლობთ ამ პროდუქტის შეძენისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მისი გამოყენებით
ისიამოვნებთ. ტერმინი „პროდუქტი“ აღნიშნავს თქვენს PlayStation® კონსოლს და
PlayStation®-ის ნებისმიერ ოფიციალურ პერიფერიულ მოწყობილობას, რომელიც
PlayStation® კონსოლთან ერთად მიიღეთ ყუთში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წინასწარ
არის დაინსტალირებული პროდუქტზე ან მოგვიანებით ხდება მოწოდება განახლებების
ან განახლებების გამოშვებების მეშვეობით, ლიცენზიით არის გადმოცემული თქვენთვის,
არ არის გაყიდული და განკუთვნილია მხოლოდ ამ პროდუქტის ნაწილად
გამოსაყენებლად. ასეთი სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის
პირობები მოცემულია შემდეგ მისამართზე: playstation.com/legal.
გარანტია გეძლევათ თქვენ, პროდუქტის პირველ მომხმარებელს Sony Interactive
Entertainment Europe Limited-ის მიერ („SIEE“), მისამართი: გრეით მარლბოროს ქუჩა
10, ლონდონი, W1F 7LP, გაერთიანებული სამეფო (Great Marlborough Street, London, W1F
7LP, United Kingdom). ის თქვენი პირადია და სხვა ვერ გამოიყენებს.
ეს გარანტია ემატება თქვენს კანონიერ სამომხმარებლო უფლებებს (მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად) და არანაირ გავლენას ახდენს მათზე. ჩვენ გარანტიას
გაძლევთ თქვენ: SIEE გარანტიას იძლევა, რომ ამ პროდუქტს მასალებისა და სამუშაოების
შესრულების თვალსაზრისით არ აქვს დეფექტები, რამაც შეიძლება პროდუქტის გაფუჭება
გამოიწვიოს პროდუქტის ნორმალური გამოყენებისას, ქვემოთ მოცემული პირობების
შესაბამისად; და მისი თავდაპირველი შესყიდვის დღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში
(„საგარანტიო პერიოდში“) შეაკეთებს ან, SIEE-ს გადაწყვეტილებისამებრ, შეცვლის ამ
პროდუქტის ნებისმიერი შემადგენელ ნაწილს უფასოდ, სადაც ხარვეზია დეფექტური
მასალების თუ შესრულებული სამუშაოების გამო. ჩანაცვლება მოხდება ახალი ან, SIEE-ს
გადაწყვეტილებისამებრ, შეკეთებული ნაწილით ან კონსოლით, რომელსაც გარანტია 3
(სამი) თვის და თავდაპირველი საგარანტიო პერიოდის დარჩენილი ნაწილის
განმავლობაში ექნება.
ეს გარანტია არ ვრცელდება თქვენს მონაცემებზე; ნებისმიერ პროგრამულ
უზრუნველყოფაზე ან PlayStation®-ის თამაშებზე მიუხედავად იმისა, პროდუქტთან ერთად
შეფუთულია და მოყვება მას თუ არა; PlayStation®-ის ნებისმიერ პერიფერიულ
მოწყობილობაზე, რომელიც არ არის წარმოებული SIEE-ს მიერ ან მისთვის; ან PlayStation®-
ის ნებისმიერ აქსესუარზე.
მნიშვნელოვანია
1. თუ ამ გარანტიის თანახმად რაიმეს მოთხოვნა გჭირდებათ, გთხოვთ გამოიყენოთ კლიენტთა
მომსახურების ადგლობრივი დახმარების ხაზი ან ელფოსტის მისამართი დაბრუნების
ინსტრუქციის მისაღებად.
2. თუ SIEE-მ ეს პროდუქტი ბაზარზე შეიტანა აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში,
ინდოეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთის ფედერაციაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში,
უკრაინასა და უზბეკეთში, ეს გარანტია მოქმედებს ყველა ამ ქვეყანაში, თუ გაყიდვის ქვითარი,
ინვოისი ან შესყიდვის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელშიც მითითებულია შესყიდვის
თარიღი და საცალო მოვაჭრის სახელი, რომელიც არ შეცვლილა და არ გაუქმებულა
თავდაპირველი შეძენის დღიდან, წარმოდგენილია პროდუქტთან ერთად საგარანტიო
პერიოდში; და.
3. SIEE იტოვებს უფლებას, უარყოს მოთხოვნა ამ გარანტიის თანახმად, თუ:
ა. ნებისმიერი საგარანტიო ბეჭედი და პროდუქტზე არსებული სერიული ნომერი დაზიანდა,
შეიცვალა, გადაკეთდა ან წაიშალა.
ბ. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ განხორციელდა პროდუქტის კორპუსის გახსნის ან
მოხსნის ნებისმიერი მცდელობა (წარმატებული ან სხვა), რომელიც არ შეესაბამებოდა
მწარმოებლის ინსტრუქციას.
4. ამ გარანტიის თანახმად, SIEE-მ შესაძლოა აირჩიოს, თავისი გადაწყვეტილებისამებრ, შეაკეთებს
თუ გამოცვლის პროდუქტს ან პროდუქტის შემადგენელ ნაწილს თქვენგან დეფექტური
პროდუქტის მიღებიდან 21 დღეში. ყველა გამოცვლილი პროდუქტი და / ან შემადგენელი ნაწილი
SIEE-ის საკუთრება გახდება.
5. შეკეთება ან ჩანაცვლება შეიძლება გულისხმობდეს პროდუქტისთვის უახლესი პროგრამული
უზრუნველყოფის ან ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ინსტალაციას.
6. პროდუქტები მოსახსნელი მყარი დისკით („HDD“)
ა. პროდუქტები, რომლებსაც მოსახსნელი მყარი დისკი HDD აქვს, უნდა დაბრუნდეს ორიგინალი
HDD-თ, როდესაც ამ გარანტიით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურების მიღება
ხდება.
ბ. პროდუქტის შეკეთება ან ჩანაცვლება გულისხმობს ამ HDD-ს ხელახალ ფორმატირებას.
გ. თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ HDD-ს განახლება თქვენი შენახული მონაცემების,
ფაილებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაკარგვას გამოიწვევს. ნებისმიერი
პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემის ან ფაილის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად,
რომლის შენახვაც გსურთ, საგარანტიო სერვისის მისაღებად HDD-ანი პროდუქტის
წარდგენამდე, შეძლებისდაგვარად, შექმენით მათი სარეზერვო ასლები და წაშალეთ ისინი
HDD-დან. თქვენს PlayStation® კონსოლზე PlayStation™Network-დან გამოსვლა დაგეხმარებათ
ნებისმიერი ინფორმაციის დაცვაში, რომელსაც კონფიდენციალურად მიიჩნევთ.
7. პროდუქტები ინფორმაციის ფლეშ დამგროვებლით („SSD“)
ა. პროდუქტის შეკეთება ან ჩანაცვლება მოიცავს ამ SSD-ს ხელახალ ფორმატირებას.
ბ. თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ SSD-ს ხელახალი ფორმატირება თქვენი შენახული
მონაცემების, ფაილებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაკარგვას გამოიწვევს.
ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემის ან ფაილის დაკარგვის თავიდან
ასაცილებლად, რომლის შენახვაც გსურთ, საგარანტიო სერვისის მისაღებად პროდუქტის
წარდგენამდე, შეძლებისდაგვარად, შექმენით მათი სარეზერვო ასლები და წაშალეთ ისინი
SSD-დან. თქვენს PlayStation® კონსოლზე PlayStation™Network-დან გამოსვლა დაგეხმარებათ
ნებისმიერი ინფორმაციის დაცვაში, რომელსაც კონფიდენციალურად მიიჩნევთ.
გ. აღნიშნული გარანტიით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურებისთვის, დამატებითი
SDD-ით აღჭურვილი პროდუქტების დაბრუნება აღნიშნული SSD-ს გარეშე იქნება საჭირო.
8. მონაცემთა შენახვის სხვა მოძრავი მედიასაშუალებების, პერიფერული მოწყობილობების,
აქსესუარების ან არაორიგინალი კომპონენტების დაზიანების, დაკარგვის ან წაშლის თავიდან
ასაცილებლად, საგარანტიო სერვისის მისაღებად პროდუქტის წარდგენამდე უნდა მოხსნათ
ისინი.
9. ეს გარანტია არ მოიცავს შენახულ მონაცემებს, ფაილებს ან პროგრამულ უზრუნველყოფას.
SIEE არ არის თქვენ წინაშე პასუხისმგებელი თქვენი მონაცემების, ფაილების ან პროგრამული
უზრუნველყოფის დაკარგვის ან დაზიანების გამო, ამ გარანტიის გამოყენებასთან მიმართებაში.
10. რეგულარულად უნდა შექმნათ თქვენი HDD-ს სარეზერვო ასლები, რათა არ მოხდეს მონაცემების,
ფაილების ან პროგრამული უზრუნველყოფის დაკარგვა ან შეცვლა. თუმცა, ზოგიერთი
კონტენტის სარეზერვო ასლის შექმნა შეუძლებელია და მომხმარებლის მიერ ხელახლა უნდა
დაინსტალირდეს.
GE